エピソード

  • მურვან ყრუს ლაშქრობა საქართველოში: მითი და ისტორია. მწარე პოდკასტი #166
    2025/06/30

    პოდკასტში ისტორიკოსი დავით ჩიქოვანი გვესტუმრა საქართველოში არაბობის ყველაზე ცნობილ ფიგურაზე მურვან ყრუსა და მის ეპოქაზე სასაუბროდ: ვინ იყო მურვანი, რამდენად რეალურია და რა მასშტაბები ჰქონდა მის სამხედრო კამპანიას საქართველოში.

    続きを読む 一部表示
    1 時間 37 分
  • რომის ისტორია III - სამოქალაქო ომების ეპოქა და იულიუს კეისრის მკვლელობა
    2025/06/26

    „მწარე პოდკასტის" რომის ისტორიის ციკლის მესამე ეპიზოდი ძვ.წ. I საუკუნის ამბებს მიეძღვნა. პოდკასტში განხილულია სულას დიქტატურა, სპარტაკის აჯანყება, კატილინას შეთქმულება, პირველი ტრიუმვირატი, პომპეუსისა და კეისრის დაპირისპირება, კეისრის მმართველობა და მისი მკვლელობა მარტის იდებში.

    続きを読む 一部表示
    56 分
  • რომის ისტორია II - სციპიონიდან სულამდე
    2025/06/12

    „მწარე პოდკასტის" რომის ისტორიის ციკლის მეორე ეპიზოდი, ძვ.წ. II საუკუნისა და ძვ.წ. I საუკუნის მოვლენებს დაეთმო. როგორ გაგრძელდა რომის ექსპანსია II პუნიკური ომის შემდეგ, როდის დაუპირისპირდნენ რომაელები ელინისტურ სამყაროს, რატომ გაუჭირდათ ესპანეთსა და ნუმიდიაში ლეგიონებს, რას შეეწირნენ ძმები გრაკხუსები, რა რეფორმა გაატარა გაიუს მარიუსმა და როგორ სძლია კიმბრებსა და ტევტონებს, რატომ აჯანყდნენ მოკავშირეები და როგორ წარიმართა რესპუბლიკის პირველი სამოქალაქო ომი.

    続きを読む 一部表示
    50 分
  • რომის ისტორია I - რომულუსიდან სციპიონ აფრიკელამდე
    2025/06/02

    „მწარე პოდკასტზე" რომის ისტორიის ციკლი დაიწყო, რომელშიც მოგითხრობთ რომის ისტორიას დაარსებიდან ქალაქის დაცემამდე. ამ ეპიზოდებში, ვეცდებით, გავაცოცხლოთ რომის ისტორიის საკვანძო მოვლენები, ომები და დიპლომატია, პოლიტიკა და საზოგადოება. I ეპიზოდი, რომის დაარსებიდან II პუნიკური ომის დასრულებამდე პერიოდს მიეძღვნა.

    続きを読む 一部表示
    48 分
  • დავით ულუ დავით ნარინის წინააღმდეგ. მწარე პოდკასტი #165
    2025/05/23

    საქართველოს სამეფო კარის თამაშების ამ ეპიზოდში, XIII საუკუნეში დავბრუნდით და დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის ინტრიგებზე, მკვლელობებსა და ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე ვისაუბრეთ; თუ როგორ განაგებდა ორი ქართველი მეფე ქვეყანას „მონღოლური მშვიდობის" ეპოქაში და რა საიდუმლოებებს ინახავს მათი ისტორია.

    続きを読む 一部表示
    1 時間 56 分
  • ზეციური სამეფო: იდეა, ფილმი და ისტორია. მწარე პოდკასტი #164
    2025/05/19

    „მწარე პოდკასტის" 164-ე ეპიზოდში, რიდლი სკოტის „ზეციურ სამეფოზე" (2005) ვისაუბრეთ. განვიხილეთ გადაღების ამბავი, რეჟისორის ხედვა და გადაწყვეტილებები, სტილი, ატმოსფერო და რა თქმა უნდა, გავარჩიეთ ისტორიული თვალსაზრისით. პოდკასტის სტუმარია ირაკლი გობრონიძე.

    続きを読む 一部表示
    1 時間 50 分
  • ვერმახტის ქართული ლეგიონი. მწარე პოდკასტი #163
    2025/05/15

    „მწარე პოდკასტის" 164-ე ეპიზოდში, ისტორიკოსი გიორგი ასტამაძე, ვერმახტის ქართულ ლეგიონზე გვესაუბრა. ვინ იყვნენ მესამე რაიხის სამსახურში მყოფი ქართველები, რა მოტივაცია ამოძრავებდათ და რა ბედი ეწიათ.

    続きを読む 一部表示
    1 時間 58 分
  • მეფე რუსუდანი ისტორიის წინააღმდეგ. მწარე პოდკასტი #162
    2025/05/09

    მეფე რუსუდანი, როგორც მისი ძმა, ლაშა-გიორგი, საქართველოს ისტორიის გამორჩეულად წინააღმდეგობრივი ფიგურაა. საქართველოს სამეფო კარის თამაშების ამ ეპიზოდში, მის საშინაო პოლიტიკაზე, ლეგიტიმაციის პრობლემაზე, ძმისშვილთან დაპირისპირებაზე, რუმის სულთნებთან, ჯალალ ად-დინსა და მონღოლებთან ურთიერთობაზე ვისაუბრეთ.

    続きを読む 一部表示
    1 時間 34 分