『მწარე პოდკასტი Bitter podcast』のカバーアート

მწარე პოდკასტი Bitter podcast

მწარე პოდკასტი Bitter podcast

著者: ნიკა ხოფერია Nika Khoperia
無料で聴く

このコンテンツについて

ნიკა ხოფერიას პოდკასტი ისტორიაზე, კულტურაზე, ცივილიზაციებზე, სამხედრო საქმეზე და სხვა თემებზე - მწარედ ანუ სამართლიანად და ზედმეტი პათეტიკის გარეშე.Copyright 2021 All rights reserved. アート 世界 文学史・文学批評
エピソード
  • ეპიზოდი 63. Rings of Power - ძალაუფლების ბეჭდები: მწარე მიმოხილვა
    2022/10/23

    „მწარე პოდკასტის" 63-ე ეპიზოდში, პოდკასტის ხშირ სტუმართან, ისტორიკოს ლაშა ჩანტლაძესთან ერთად, Amazon-ს უახლესი სერიალი lord of the Rings: Rings of Power (ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები) მიმოვიხილეთ და შევაფასეთ. ეს არის სერიალი, რომელსაც წლების მანძილზე ელოდა ტოლკინის შემოქმედებისა და პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიის მილიონობით გულშემატკივარი, ჩვენი ჩათვლით, შესაბამისად, პოდკასტის ჩაწერა თავიდანვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ პირველი სეზონის დასრულებას ველოდით. როგორი წინასწარი მოლოდინი არსებობდა, რა რეაქცია მოყვა გულშემატკივართა შორის სცენარისტთა სადავო გადაწყვეტილებებს, რატომ მიიღო სერიალმა საშუალო და დაბალი შეფასებები კრიტიკოსთაგან და ტელემაყურებლისგან, რამდენად ახლოა ის შუახმელეთის ისტორიასთან, აქვს თუ არა გავლენა პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელსა" და „ჰობიტს" მასზე, რამდენად შესაფერისი მსახიობები შეარჩიეს მთავარი როლებისთვის, რომელი პერსონაჟები მოგვეწონა განსაკუთრებით, რამდენად შეესაბამებოდა სერიალის ხარისხი მის უზარმაზარ ბიუჯეტს, რის შეცვლას ვისურვებდით მომდევნო სეზონისთვის - ამ და კიდევ ბევრ საკითხზე, ზედმეტი „სპოილერების" გარეშე, მოცემულ ეპიზოდში ვისაუბრეთ. 

    სავარაუდოდ, ეს იქნება, ჯერჯერობით, ბოლო ეპიზოდი podbean პლატფორმაზე. პოდბინი ფასიანი პლატფორმაა, სჭირდება ყოველთვიურად აბონიმენტის ყიდვა დოლარში; პოდკასტს კი არ აქვს შემოსავალი და ენთუზიაზმის ხარჯზე არსებული პროექტია.  

    გაითვალისწინეთ რომ ეს გვერდი 4 ნოემბრამდე იარსებებს და მანამდე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ არსებული ეპიზოდები, შემდეგ, Podbean დახურავს ამ გვერდს. აუდიო ეპიზოდებს მოუსმენთ anchor-ზე, spotify-ზე და ზოგიერთ სხვა აუდიო პლატფორმაზე, ასევე იუთუბზე შეგეძლებათ ეპიზოდების ნახვა. 

    続きを読む 一部表示
    1 時間 2 分
  • ეპიზოდი 62. ამერიკის სამოქალაქო ომი
    2022/10/11

    „მწარე პოდკასტის" 62-ე ეპიზოდში, ამერიკის ისტორიას დავუბრუნდით და ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ ამერიკულ საზოგადოებაში არსებული განხეთქილება და გზა სამოქალაქო ომამდე; პოლიტიკური მანევრები; პარტიების ჩამოყალიბება და მათი დაპირისპირება; შტატების ბრძოლა უფლებებისთვის; მონობა ამერიკაში; განსხვავებები ჩრდილოეთსა და სამხრეთის შტატებს შორის; საგარეო ფაქტორი; მხარეთა ძალები, სისუსტეები და უპირატესობები; სამოქალაქო ომის გამოძახილი თანამედროვე ამერიკაში. პოდკასტის სტუმარია, ამერიკის მცოდნე, გიორგი ლაბაძე.

    続きを読む 一部表示
    1 時間 5 分
  • ეპიზოდი 61. ოტო ფონ ბისმარკი: „რკინის კანცლერის” პოლიტიკა და დიპლომატია
    2022/09/30

    „მწარე პოდკასტის" 61-ე ეპიზოდში, ჩვენი მრავალგზის სტუმარი, თორნიკე შარაშენიძე დაგვიბრუნდა XIX საუკუნის უდიდესი გერმანელი მოღვაწის, კანცლერ ოტო ფონ ბისმარკის დიპლომატიასა და პოლიტიკაზე სასაუბროდ. რა მდგომარეობა იყო გერმანიის გაერთიანებამდე ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში; რა მიზეზით ამჯობინებდნენ გერმანული სახელმწიფოები პრუსიის და არა ავსტრიის გარშემო გაერთიანებას; სად მოღვაწეობდა და რა გამოცდილება მიიღო ბისმარკმა პრუსიის კანცლერობამდე, რა გზა გაიარა გერმანიის გაერთიანებისთვის, როგორ დაამარცხა პრუსიამ დანია, ავსტრია და საფრანგეთი, რა იყო ბისმარკის დიპლომატიის საიდუმლო, რატომ ჩახლართა ბისმარკმა ევროპული ალიანსები, რის გამო თქვა უარი კოლონიურ პოლიტიკაზე, როგორი მემკვიდრეობა დაუტოვა შთამომავლობას „რკინის კანცლერმა" - ამ თემებზე, ვრცლად, პოდკასტში მოისმენთ.

    ვიდეო-ეპიზოდი youtube: https://youtu.be/lY7cDtFvxh0

    続きを読む 一部表示
    1 時間

მწარე პოდკასტი Bitter podcastに寄せられたリスナーの声

カスタマーレビュー:以下のタブを選択することで、他のサイトのレビューをご覧になれます。